Beef Max Grower - მზა საკვები მეხორცული საქონლისთვის

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Beef Max-ი?

Beef Max წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის ნედლეულზე დამზადებულ უმაღლესი ხარისხის საკვებს, რომელიც უზრუნველყოფს დროის მოკლე პერიოდში მეხორცული საქონლის მაქსიმალურ წონამატს გამოზრდის ნაკლები დანახარჯით. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის პირუტყვის გამოსაზრდელად.

 

რატომ Beef Max-ი?

Beef Max წარმოადგენს სრულფასოვან საკვებს, რომელიც არ საჭიროებს სხვა საკვები დანამატების ჩართვას საკვებ რაციონში;
Beef Max მეშვეობით გექნებათ გამოზრდის ნაკლები დანახარჯები, ვინაიდან Beef Max წარმოადგენს მზა საკვებს, რომელიც უნიკალური პროტეინოვანი შემადგენლობით უზრუნველყოფს დროის მოკლე პერიოდში მეხორცული საქონლის მაქსიმალურ წონამატს, გამოზრდის ნაკლები დანახარჯებით;
Beef Max არის ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები, რომლის მეშვეობითაც იღებთ საუკეთესო ხარისხის ხორცს.
 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსისიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, ქერი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ პოლიპროპილენის ტომარა.

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაციები:

პირუტყვს ესაჭიროება ერთი კვირა ახალ მეთოდთან შესაჩვევად;
გამოყენების პირველ დღეს, Beef Max პირუტყვს აჭამეთ 1-კგ და თანდათანობით გაუზარდეთ დღიური ნორმა რეკომენდირებულ რაოდენობამდე ერთი კვირის განმავლობაში;
პირუტყვს დღის გარკვეულ პერიოდში, კვების შემთხვევაში (დილას და საღამოს), Beef Max დღიური რეკომენდირებული რაციონი უნდა მიეწოდოს თანაბარი რაოდენობით: ნახევარი დილას, ნახევარი საღამოს;
თუკი პირუტყვს მიაჩვევთ საკვების მიღებას შეზღუდულად, მნიშვნელოვანია საკვები პირუტყვს მიაწოდოთ დღის ერთსა და იმავე დროს;
უკეთესი პროდუქტიულობისთვის სასურველია პირუტყვმა დღიური რეკომენდირებული რაოდენობის საკვები და წყალი მიიღოს ნებაზე, შეუზღუდავად.
 

 

მოხმარების წესი:

Beef Max გამოყენების სარეკომენდაციო ცხრილი
ცოცხალი წონა 70-100კგ 100-150კგ 150-200კგ  200-250კგ  250-300კგ 300-350კგ 350-400კგ 400კგ და მეტ
Beef Max (კგ) 2 2,5 3 3,5 4 4,5 5 5,5
თივა (კგ) 2 2,5 3 3,5 4 4,5 5 5,5