Beef Max Universal 25% - მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატი

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Beef Max უნიცერსალური კონცენტრატი ?

Beef Max უნივერსალური კონცენტრატი არის მცენარეული წარმოშობის ნედლეულზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის პროტეინოვანი კონცენტრატი, როგორც სპეციალური საკვები დანამატი სახორცე პირუტყვისთვის. კონცენტრატი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელი პირუტყვის გამოზრდას და მაქსიმალური დღიური წონამატის მიღებას ბროილერის სტარტის, გროუერის და ფინიშის რაციონების დასამზადებლად.

 

რატომ Beef Max უნივერსალური კონცენტრატი ?

Beef Max უნივერსალური კონცენტრატის მარტივი დოზირებით მომხმარებელი შეძლებს დამოუკიდებლად მოამზადოს მზა საკვები, ნაკლები დანახარჯითა და მეტი მოგებით.

Beef Max უნივერსალური კონცენტრატით დამზადებული საკვების მეშვეობით მეხორცული პირუტყვი მარტივად ითვისებს საკვებ ნივთიერებებს. კონცენტრატით დამზადებული მზა საკვები თავისი განსაკუთრებული პროტეინოვანი შემადგენლობით უზრუნველყოფს დროის მოკლე პერიოდში მეხორცული საქონლის მაქსიმალურ წონამატს, გამოზრდის ნაკლები დანახარჯით.

Beef Max უნივერსალური კონცენტრატი არის ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი კონცენტრატი, რომლის მეშვეობითაც დამზადებული მზა საკვებით იღებთ საუკეთესო ხარისხის ხორცს.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პრემიქსი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, მზესუმზირის ზეთი, ქატო, კირქვა, შარდოვანა, კოქციდიოსტატი, მარილი, სიმინდის გამოხდის მშრალი მარცვლის ნარჩენი (სგმმნ) და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით. 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.

შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაციები :

ყურადღება! აღნიშნული პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ მეხორცული საქონლის გამოსაკვებად, არ გამოიყენოთ მეხორცული საქონლის უნივერსალური კონცენტრატი 4 თვემდე მოზარდ ხბოებში და რძით კვების პერიოდში.

· პირუტყვს ესაჭიროება ერთი კვირა კვების მეთოდთან შესაჩვევად.

· გამოყენების პირველ დღეს მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატით მომზადებული მზა საკვები აჭამეთ 1-კგ და თანდათან გაუზარდეთ დღიური ნორმა რეკომენდირებულ რაოდენობამდე, ერთი კვირის განმავლობაში.

· პირუტყვს, დღის გარკვეულ პერიოდში კვების შემთხვევაში (დილით და საღამოს), მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატით მომზადებული მზა საკვების დღიური რეკომენდირებული რაციონი უნდა მიეწოდოს თანაბარი რაოდენობით: ნახევარი დილით და ნახევარი საღამოს.

· თუ პირუტყვს მიაჩვევთ საკვების მიღებას შეზღუდულად, მნიშვნელოვანია რომ საკვები მიაწოდოთ დღის ერთსა და იმავე დროს.

· უკეთესი პროდუქტიულობისთვის სასურველია პირუტყვმა დღიური რეკომენდირებული საკვების მოხმარებასთან ერთად წყალი მიიღოს ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

· მეხორცულ პირუტყვს აუცილებელია წვდომა ჰქონდეს ხმელ ბალახთან (თივა/ნამჯა), იხელმძღვანელეთ გამოყენების რეკომენდაციით.

· სასურველია პირუტყვს ჰქონდეს ქვამარილი (სალოკი) მთელი გამოზრდის პერიოდში ნებაზე.

 

გამოყენების წესი :

კონცენტრატით და მარცვლეულით პირუტყვის გამოზრდისას მნიშვნელოვანია გამოზრდის პერიოდების სწორი მართვა.

დღიური რაციონი გულისხმობს მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატის, ხორბალის, ქერის, სიმინდის და თივის გამოყენებას შემდეგი თანაფარდობით:

· მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატის პროცენტული ჩართულობა  რაციონში არის  25%.

· რაციონში ხორბალის, ქერის, ქატოს და სიმინდის პროცენტული ჩართულობა არის 75%.

(მარცვლეულის ფიზიკური ფორმა აუცილებელია იყოს - მსხვილად დაღერღილი)

მაგალითად: 100 კგ მზა საკვების დასამზადებლად 75კგ მარცვლეული შეურიეთ 25 კგ მეხორცული პირუტყვის უნივერსალურ კონცენტრატს

მზა საკვების გამოყენების ცხრილი
ცოცხალი წონა (კგ) 70-100 100-150 150-200 200-250 250-300 300-350 350-400 400 და მეტი
მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატი + მარცვლეული (კგ) 2 2.5 3 3.5 4 4.5 5 5.5
თივა (კგ) 2 2.5 3 3.5 4 4.5 5 5.5
სარეკომენდაციო რაციონები: რაციონი I რაციონი II რაციონი III
მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატი 25% 25% 25%
სიმინდი 25% 25% 35%
ხორბალი 25% - 10%
ქერი 25% 50% 20%
ქატო - - 10%