Broiler Max 30%-იანი კონცენტრატი

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Broiler Max 30%-იანი კონცენტრატი?

Broiler Max 30% კონცენტრატი არის მცენარეული წარმოშობის ნედლეულზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის პროტეინოვანი კონცენტრატი, როგორც უნივერსალური საკვებდანამატი ბროილერის სტარტის, გროუერის და ფინიშის რაციონების დასამზადებლად, რომელიც უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯებით ფრინველის მაქსიმალურ წონამატს.

 

რატომ Broiler Max 30%-იანი კონცენტრატი?

Broiler Max კონცენტრატის მარტივი დოზირებით მომხმარებელი შეძლებს დამოუკიდებლად მოამზადოს მზა საკვები, ნაკლები დანახარჯითა და მეტი მოგებით;
Broiler Max კონცენტრატით დამზადებული საკვების მეშევობით ფრინველი იოლად ითვისებს საკვებ ნივთიერებებს;
Broiler Max კონცენტრატი ხელს უწყობს ფრინველის იმუნიტეტის გაძლიერებას, კუჭ-ნაწლავის სისტემის განვითარებას, მაქსიმალურ წონამატსა და ჯანმრთელობას.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სოიოს შროტი, სოიოს კოპტონი, სიმინდის გლუტენი, მონოკალციუმფოსფატი,კირქვა, ამინომჟავების კრებული და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონდებლობით.
 
შენახვის ვადა: დამზადებიდან 6 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაციები:

ბროილერს საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
საკვების ფაზის შეცვლისას, წინამდებარე ფაზის საკვებს მომდევნო ფაზის საკვები  შეურიეთ 3-5 დღის მანძილზე და ისე მიაწოდეთ ფრინველს (უკეთესი შეგუებისთვის);
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა;
Broiler Max 30% კონცენტრატი კომბინირებული საკვების დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი ჩართულობით (იხილეთ ცხრილი №1).

 

მოხმარების წესი (ცხრილი №1)

Broiler Max 30% კონცენტრატი კომბინირებული საკვების დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი ჩართულობით:
ასაკი სიმინდი Broiler Max – 30% კონცენტრატი
სტარტი (0-15 დღე) 64% 36%
გროუერი (15-25 დღე) 67% 33%
ფინიში (25 დღე) 70% 30%
სურველია, რომ პირველიდან მე-7 დღის ჩათვლით წიწილა იკვებებოდეს Chikywin წიწილის პრესტარტერით, რომლის გამოყენებით ბროილერის წიწილა 7 დღის განმავლობაში აღწევს მინიმუმ 170 გრამს.

როილერის გამოზრდის სარეკომენდაციო ტექნოლოგია:

საკვების სახეობა საკვების რაოდენობა (გრამი) მიღებული წონამატი (გრამი)

Chickywin წიწილის პრესტარტერი

 (1-7 დღე)

160 170*

სტარტი

(7-15 დღე)

500 470-500

გროუერი

(15-25 დღე)

1300 1200-1300

ფინიში

(25 დღიდან დაკვლის დღემდე)

1800 2000**

*იგულისხმება ერთ დღიანი წიწილის საწყისი ცოცხალი წონა (40 გრამი).

**2000 გრამი ნაჩვენებია პირობითად, რადგან ბროილერის დაკვლის პერიოდი განისაზღვრება ცალკეული ფერმერის სურვილის მიხედვით.