Franky - დაბალანსებული ზრდასრული ძაღლის საკვები

შეფუთვა: 20კგ

პროდუქტის აღწერა

Რა არის Franky?

Franky არის დაბალანსებული ზრდასრული ძაღლის საკვები, რომელიც წარმოებულია კომპანია Nutrimax-ის მიერ. Franky -ის დასამზადებლად მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული გამოიყენება. საკვები სრულად დააკმაყოფილებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ნუტრიციოლოგიურ საჭიროებებს.

რატომ Franky ?

· Franky მზადდება მარცვლეულისა და ცხოველური ცილის ფორმულით;

· მდიდარია ანტიოქსიდანტებით (მათ შორის ვიტამინი E) და ომეგა მჟავებით, რომლებიც უზრუნველყოფენ იმუნური და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას;

· მაღალი ხარისხის ცილა უზრუნველყოფს კუნთების სწორად ჩამოყალიბებას;

· კალციუმი, ფოსფორი და სხვა მინერალები უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების ჯანსაღ ფორმირებას;

· არ შეიცავს საღებავებს;

თითოეული ნედლეული მკაცრი ლაბორატორიული კონტროლის გავლის შემდეგ გამოიყენება საკვების დასამზადებლად. სპეციალურად შემუშავებული ფორმულა უზრუნველყოფს კბილების სისუფთავეს, მბზინავ ბეწვსა და ჯანმრთელობას.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 12 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში)

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი. გახსნის შემდეგ, შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში, თავისივე ტომარაში.

შეფუთვა: 20 კგ

 

 

 

 

 

 

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაცია: ზრდასრული ძაღლისთვის ერთი დღის საკვების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. განკუთვნილია ყველა ჯიშის ძაღლისთვის. თქვენი ძაღლის მოთხოვნილებები შეიძლება განსხვავდებოდეს მითითებული რეკომენდაციისგან მისი აქტივობის დონისა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით. გთხოვთ, საკვების დოზის ზუსტი შერჩევისთვის კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ვეტერინართან/ნუტრიციოლოგთან

შემადგენლობა: მთელმარცვლიანი სიმინდი, ხორბლის ქატო, ხორცის ფქვილი, ქათმის ღვიძლი, საფუარი სოკო, ქათმის ცხიმი, ვიტამინ-მინერალური კომპლექსი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, ანტიოქსიდანტი.

ზრდასრული ძაღლის სხეულის ზომის კატეგორია და ზრდასრულობის ასაკი სხეულის წონა ზრდასრულობის ასაკში (კგ) საკვების წონა (გრამი/დღეში)
მინიატურული (9 თვე) 1-5 36-121
პატარა (10 თვე) 5-10 121-204
მედიუმი (12 თვე)

10-20

20-30

204-353

353-467

დიდი/გიგანტური (24 თვე)

30-40

40-50

50-60

>70

467-578

578-683

683-784

879 გრამი + სხეულის წონის ყოველ დამატებით 10 კგ-ზე დაამატეთ 100 გრამი საკვები.