ინდაურის საკვები სტარტი

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის ინდაურის საკვები სტარტი?

ინდაურის საკვები სტარტი წარმოადგენს 2 მმ ზომის გრანულირებულ საკვებს, რომელიც გამოიყენება ინდაურის ერთდღიანი ჭუკების გამოსაკვებად სიცოცხლის პირველი 5 კვირის განმავლობაში. სტარტს ინდაურის ჭუკი 5 კვირის განმავლობაში მოიხმარს მაქსიმუმ 550-600 გრამის ოდენობით.  

რატომ ინდაურის საკვები სტარტი?

გრანულირებული საკვები სტარტი წარმოადგენს ადვილად ათვისებად საკვებს, რომელიც ხელს უწყობს მაქსიმალურ საწყის ზრდა-განვითარებას და წონამატს.

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი (დამზადებულია გენმოდიფიცირებული სოიასგან), სიმინდის გლუტენი, ცხოველური წარმოშობის ნედლეული, დიკალციუმ ფოსფატი, კირქვა, ამინომჟავების კრებული, კოქციდიოსტატი, მიკოტოქსინების საწინააღმდეგო ბაინდერი.

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში);

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;

შეფუთვა: 25 კგ.

კვების რეკომენდაციები

გამოყენების ინსტრუქცია:

 

ასაკი და საკვების ფაზა საკვების მიწოდება პერიოდის მანძილზე მოხმარებული საკვები პერიოდის ბოლოს საშუალო ცოცხალი წონა
0-5 კვირა (ინდაურის სტარტი) შეზღუდვის გარეშე 550-600 გრამი 400-450 გრამი

 

კვების რეკომენდაციები:

·         სტარტით ინდაურის ჭუკი გამოკვებეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;

·         მნიშვნელოვანია, რომ ჭუკს მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან;

·         5 კვირის შემდეგ სტარტიდან მომდევნო ფაზის საკვებზე ჭუკის გადაყვანა მოახდინეთ ეტაპობრივად, უკეთესი შეგუებისთვის ორი ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 3-4 დღის მანძილზე;

·         სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი ერთდღიანი ჭუკი (ცოცხალი წონა: 65-70 გრამი), ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.