რა არის სოფლის (ჭრელი) წიწილის პრესტარტერი?
მოზარდი ქათმის მზა საკვები (გროუერი) წარმოადგენს გრანულს, რომლის ფორმაც ხელს უწყობს მოზარდი ქათმის (ვარიის) მიერ საკვების ადვილად მოხმარებას, მაქსიმალურ ზრდა-განვითარებას და წონამატს მოცემულ პერიოდში. მოზარდი ქათმის (გროუერი) მზა საკვები, განკუთვნილია, როგორც მეკვერცხული, ასევე მეხორცული მიმართულების სოფლის ქათმის ვარიებისთვის.
გამოყენებული ინგრედიენტები:
Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare-ის პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი (წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), სიმინდის გლუტენი, დიკალციუმ ფოსფატი, კირქვა, ამინომჟავების კრებული, კოქციდიოსტატი, ჯანმრთელობის მხარდამჭერი საშუალება, მიკოტოქსინების საწინააღმდეგო ბაინდერი.
გამოყენების ინსტრუქცია:
| ასაკი და საკვების ფაზა | საკვების მიწოდება | პერიოდის მანძილზე მოხმარებული საკვები (1 ფრთაზე) | პერიოდის ბოლოს საშუალო ცოცხალი წონა |
|
ქათმის მზა საკვები (სტარტი) 0-5 კვირა (გრანულირებული მზა საკვები)* |
შეუზღუდავად (ნებაზე) | 1-1.1 კგ | 650-700 გ |
|
მოზარდი ქათმის მზა საკვები (გროუერი) მე-6 კვირიდან - სუქების დამთავრებამდე (გრანულირებული) |
სახორცედ გამოზრდა 10 კვირის ასაკამდე (შეუზღუდავად კვება ნებაზე) | 5-5.5 კგ | 1.9-2.2 კგ |
*უკეთესი შედეგის მისაღწევად სასურველია 0 დღიდან 7 დღის ასაკამდე წიწილამ მოიხმაროს წიწილის დატეხილი გრანული
| ასაკი და საკვების ფაზა | საკვების მიწოდება | პერიოდის მანძილზე მოხმარებული საკვები (1 ფრთაზე) | პერიოდის ბოლოს საშუალო ცოცხალი წონა |
|
ქათმის მზა საკვები (სტარტი) 0-5 კვირა (გრანულირებული)* |
შეუზღუდავად (ნებაზე) | 1-1.1 კგ | 650-700 გ |
|
მოზარდი ქათმის მზა საკვები (გროუერი) მე-6 კვირიდან - სუქების დამთავრებამდე (გრანულირებული)** |
მეკვერცხულად გამოზრდა 20 კვირის ასაკამდე შეზღუდულად კვება (ცხრილი #1-ს მიხედვით) | 7.5-7.9 კგ | 1.9-2.2 კგ |
*საკვების შეცვალეთ ეტაპობრივად, ორი ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 4-5 დღის მანძილზე.
**სოფლის ქათმის მეკვერცხულად გამოზრდის შემთხვევაში, ფრინველის სწორი ზრდა-განვითარებისათვის დაიცავით განათების სწორი რეჟიმი, კონსულტაციისათვის მიმართეთ სპეციალისტს.
საორიენტაციო ცხრილი #1 |
||
დღიური საკვების მოხმარებამე-6 კვირიდან მე-20 კვირამდე(კვერცხდების დაწყებამდე) (1 ფრთა / გრამი დღეში) |
||
| ასაკი / კვირა |
საკვები (გრამი / დღეში) |
ფრინველის ცოცხალი წონა (კგ) |
| მე-6 | 45 | 0.7-1.1 |
| მე-7 | 47 | |
| მე-8 | 51 | |
| მე-9 | 57 |
1.1-1.6 |
| მე-10 | 60 | |
| მე-11 | 67 | |
| მე-12 | 70 | |
| მე-13 | 75 | 1.6-1.9 |
| მე-14 | 77 | |
| მე-15 | 80 | |
| მე-16 | 85 | |
| მე-17 | 90 | 1.9-2.2 |
| მე-18 | 95 | |
| მე-19 | 100 | |
კვების რეკომენდაციები:
· მოზარდი ქათმის საკვები გამოიყენება სიცოცხლის მე-6 კვირიდან - კვერცხდების დაწყებამდე, ამ პერიოდში ვარია მოიხმარს 7.5-7.9 კგ მოზარდი ქათმის საკვებს და აღწევს 1.9-2.2 კგ ცოცხალ წონამდე.
· მოზარდი ქათმის საკვებით ვარია გამოკვებეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
· მნიშვნელოვანია, რომ ვარიას მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან;
· სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.