ხბოს პრესტარტერი

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

ხბოს პრესტარტერი

 

ხბოს საკვები  სიცოცხლის  4-5 დღიდან 2 თვის განმავლობაში

 

რა არის ხბოს პრესტარტერი?

ხბოს პრესტარტერი - არის მზა გრანულირებული საკვები ხბოებისთვის, რომელიც დამზადებულია საქართველოში „ნუტრიმაქსის“ მიერ. ხბოს პრესტარტერი მორგებულია სპეციალურად საქართველოს პირობებს, ხბოების ეფექტურად გამოსაზრდელად. პრესტარტერი გამოიყენება ხბოების გამოზრდის განსაკუთრებით კრიტიკულ პერიოდში, სიცოცხლის მე-4-5 დღიდან ორი თვის მანძილზე, სწორედ მაშინ როდესაც ხბოს უყალიბდება ფაშვი. ხბოს პრესტარტერი უზრუნველყოფს ფაშვის სწორ ჩამოყალიბებას ადრეული ასაკიდანვე.

 

 

 

რატომ ხბოს პრესტარტერი?

ხბოს პრესტარტერი გამოიყენება, როგორც მერძეული მიმართულების, ისე მეხორცული მიმართულების ხბოების გამოსაზრდელად. კვების ტექნოლოგია ორივე შემთხვევისთვის მსგავსია.

ხბოს პრესტარტერი ხელს უწყობს ფაშვის ჩამოყალიბებას ხოლო პროტეინებით, ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვები უზრუნველყოფს ძლიერი ხბოს გამოზრდას.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი (დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოსგან), მზესუმზირის შროტი, ქერი, კირქვა, ვიტამინოვან-მინერალური დანამატი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული.

შენახვის ვადები და პირობები:

შენახვის ვადა : დამზადებიდან 5 (თვე) თვე;

შენახვის პირობები: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.

შეფუთვა: 25 კგ ტომარა.

 

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაციები:

·         ხბოს პრესტარტერის  გამოყენება შესაძლებელია დაიწყოს ხბოს სიცოცხლის 4-5-ე დღიდან 2 თვემდე, ნებისმიერ მონაკვეთში, (თანდათანობით მიჩვევის შემდეგ), პრესტარტერი ხბოს უნდა მიეწოდოს ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

 

·         ხბოს პრესტარტერი არ ანაცვლებს რძეს/რძის შემცვლელს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხბოს გამოზრდისას სიცოცხლის 60 - 70 დღის განმავლობაში.

 

·         უხეში საკვები (თივა ან ნამჯა) გამოიყენება ხბოს სიცოცხლის მე-3 კვირიდან და პრესტარტერის მსგავსად ხბოს მიეწოდება ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

(აუცილებელია ფაშვის მოცულობის უზრუნველსაყოფად).

 

·         წყალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ხბოს გამოსაზრდელად, რომელიც ხბოს მიეწოდება სიცოცხლის მე-5 დღიდან  ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

 

გამოყენების ინსტრუქცია:

ხბოს პრესტარტერის გამოყენება სასურველია დაიწყოს ხბოს დაბადებიდან მე-4-5 დღის შემდეგ, ორ თვემდე (თანდათანობით მიჩვევის შემდეგ შემდეგ) ხბოს პრესტარტერი ხბოს უნდა მიეწოდოს ნებაზე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. უმჯობესია ამ პერიოდის განმავლობაში ხბომ უხეში მასის წყარო (თივა/ნამჯა) მიიღოს ნებაზე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.