ხბოს სტარტერი

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

ხბოს სტარტერი

 

ხბოს საკვები  2 თვიდან 4 თვის განმავლობაში

 

რა არის ხბოს სტარტერი?

ხბოს სტარტერი - არის მზა გრანულირებული საკვები ხბოებისთვის, რომელიც დამზადებულია საქართველოში „ნუტრიმაქსის“ მიერ. ხბოს სტარტერი მორგებულია სპეციალურად საქართველოს პირობებს, ხბოების ეფექტურად გამოსაზრდელად. ხბოს სტარტერი  გამოიყენება ხბოების გამოზრდის განსაკუთრებით კრიტიკულ პერიოდში, ორი თვიდან, ოთხი თვემდე პერიოდში. სწორედ მაშინ როდესაც ხბოს უყალიბდება ფაშვი და ხდება რძისგან ასხლეტვა.

 

 

რატომ ხბოს სტარტერი?

ხბოს სტარტერი გამოიყენება, როგორც მერძეული მიმართულების, ისე მეხორცული მიმართულების ხბოების გამოსაზრდელად. კვების ტექნოლოგია ორივე შემთხვევისთვის მსგავსია.

ხბოს სტარტერი ხელს უწყობს ფაშვის ჩამოყალიბებას ხოლო პროტეინებით, ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვები უზრუნველყოფს ძლიერი ხბოს გამოზრდას.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი (დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოსგან), მზესუმზირის შროტი, ქერი, კირქვა, ვიტამინოვან-მინერალური დანამატი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული.

შენახვის ვადები და პირობები:

შენახვის ვადა : დამზადებიდან 5 (თვე) თვე;

შენახვის პირობები: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.

შეფუთვა: 25 კგ ტომარა.

 

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაციები:

·         რეკომენდირებულია ხბოს სტარტერის ფაზაზე გადასვლა მოახდინეთ, ხბოს პრესტარტერის ფაზის შემდგომ.

·   გამოყენების პირველ დღეს ხბოს სტარტერი ხბოს აჭამეთ ერთი კილოგრამი და თანდათანობით გაუზარდეთ დღიური ნორმა რეკომენდირებულ ოდენობამდე ერთი კვირის განმავლობაში.

·     ხბოს სტარტერი გამოიყენება ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. (აუცილებელია ფაშვის მოცულობის უზრუნველსაყოფად და ჩამოსაყალიბებლად)

·  წყალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ხბოს გამოსაზრდელად, რომელიც ხბოს მიეწოდება ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. 

·        ხბოს სტარტერს ხბო მოიხმარს ორი თვიდან ოთხ თვემდე, დაახლოებით 40-50 კგ საკვებს.

 

გამოყენების ინსტრუქცია:

ხბოს სტარტერის გამოყენება სასურველია დაიწყოს ხბოს დაბადებიდან 2 თვის შემდეგ, 4  თვემდე (თანდათანობით მიჩვევის შემდეგ ხბოს პრესტარტერის ფაზის შემდეგ) ხბოს სტარტერი ხბოს უნდა მიეწოდოს ნებაზე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. უმჯობესია ამ პერიოდის განმავლობაში ხბომ უხეში მასის წყარო (თივა/ნამჯა) მიიღოს ნებაზე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.